Sunday, November 27, 2011

მცენარეთა გამრავლება

1.       პროექტის სახელწოდებაცენარეთა გამრავლება. 
2.       პროექტის მთავარი იდეა :  მოსწავლეებმა გაიგონ თუ როგორ მრავლდებიან მცენარეები ვეგეტატიური ორგანოების საშუალებით.
3.       პროექტის აქტუალობა :  ჟანგბადით გარემოს გამდიდრება.
4.       პროექტის მიზნები :  მიეჩვიონ და ისწავლონ ჯგუფური მუშაობა და დააკვირდნენ ფაზებს თუ  როგორ მიმდინარეობს გამრავლების პროცესი.
5.       მონაწილეთა ასაკი : 14–15 წლის.
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მრავალფეროვანი და რაოდენობრივად ახალი მცენარეების მიღება, სკოლის ოთახების და კორიდორების  გამდიდრება მწვანე მცენარეებით. ფოტოსურათების ელექტრონული ვერსიის შექმნა, გაკეთდება ბლოგი.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მიწა, ერთჯერადი ჭიქები და თეფშები, ხელთათმანი, გადამწვარი ნაკელი, წყალი, სხვადასხვა ყვავილის ფოთლები, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ლიტერატურა მცენარეების შესახებ.
9.       სამუშაო ენა : ქართული.
10.   პროექტის მსვლელობა(ძირითადი ქტივობები) :  ვახდენთ ჯგუფების შექმნას კლასში, ვაძლევ თითოეულ ჯგუფს დავალებას. (პირველი ჯგუფი მოიძევს მასალას ინტერნეტში, )  მეორე ჯგუფი მოიტანს მიწას, ერთჯერად ჭიქებს  და თეფშებს,ხელთათმანს,   წყალს, გადამწვარ ნაკელს. ) (მესამე ჯგუფს მოაქვს სხვადასხვა მცენარეების ფოთლები.) ამის შემდეგ იგებენ ერთჯერად ჭიქებს და ათავსებენ მიწას და ნაკელს ერთად და ახდენენ ფოთლების ჩარგვას ჭიქებში და ყოვედღიურად აკეთებენ ჩანაწერებს, აკეთებენ დღიურს.  ვიღებთ ახალ და მრავალფეროვან მცენარეებს და პროექტის დასრულების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.
11.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი – ქიმია.
საბუნების – შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე იკვლევს და სწავლობს კეთებით ცოცხალი ორგანიზმების განვითარებას.
12.  პროექტის ხელმძღვანელიო : ინგა ხეცაძე
13.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ixecadze@gmail.com
14. პროექტის ბლოგი: http://ixecadze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment